7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WE7VXD8J გამოქვეყნდა 25 აგვ 8 ნახვა

დამხმარე ბუღალტერი

დელფუდი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾1700 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია ,,დელფუდი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - ბუღალტრული პროგრამიდან ანალიტიკური რეპორტების ამოღება (საბუღალტრო პროგრამისა და RS.GE-ს შედარება); - დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/ურთიერთჩათვლა/შედარების აქტების გაფორმება;: - ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა; - მომსახურების ხელშეკრულებაბის შექმნა და ბუღალტრული ასახვა პროგრამაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - RS.ge სისტემაში მუშაობის გამოცდილება (დღგ-ს ანგარიშფაქტურები) - საოფისე პროგრამების (MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე; - ანალიტიკური აზროვნება; - დროის ეფექტური მართვა; - გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები: - სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ( შაბათ-კვირა დასვენება ) - ანაზღაურება: 1700 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: elene.devnozashvili@delfood.ge. და სათაურის ველში მიუთითეთ პიზიციის დასახელება „დამხმარე ბუღალტერი“ , წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "დელფუდ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
დელფუდი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა