მარაგების მართვის მენეჯერი
"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.
მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ მარაგების მართვის მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის მარაგების მართვა და კონტროლი;
- საწყობში მასალების მიღების, განთავსებისა და გაცემის პროცესების კონტროლი;
- საწყობებისა და სამშენებლო ობიექტების მარაგების მდგომარეობის მონიტორინგი;
- ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება და შედეგების კონტროლი;
- ფაქტობრივ და სისტემურ ნაშთებს შორის სხვაობების გამოვლენა და ანალიზი;
- დეფიციტური და ჭარბი მარაგების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
- ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარაგების მართვის, საწყობის ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საწყობისა და მარაგების აღრიცხვის პროცესების ცოდნა;
- ERP/WMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- Excel-ის კარგი/მაღალი დონით ცოდნა;
- მარაგების მოძრაობისა და ნაშთების კონტროლის გამოცდილება
უპირატესობად ჩაითვლება:
- სამშენებლო მასალების საწყობში მუშაობის გამოცდილება;
- ERP/WMS სისტემებით მარაგების მართვის მიმართულებით მუშაობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.