8825 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WFYH8AZM გამოქვეყნდა 25 აგვ 9 ნახვა

ღამის ცვლის ადმინისტრატორი

New Wave Hotel Chain გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ჰაუსმაგი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო კომპლექსების ქსელი "New Wave Hotel Chain"-ის ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასტუმრო კომპლექსების ქსელი New Wave Hotel Chain მდებარეობს ქალაქ ბათუმში. სასტუმროდან საცალფეხო გზით 5 წუთი გაშორებთ ულამაზეს ზღვის სანაპიროს. სტუმრებისთვის შემოთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, აუზი, ფიტნეს დარბაზი, რესტორანი, კაფე შერეული სამზარეულოთი, რაც მთავარია, კეთილგანწყობილი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალი.

გთავაზობთ კეთილგანწყობილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობის გამოცდილებას. თუ ხართ ენერგიული, მიზანდასახული ადამიანი და გიყვართ კომუნიკაცია, გიწვევთ ჩვენს მეგობრულ გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და რეგისტრაცია;

** ჯავშნების კონტროლი და მონაცემების გადამოწმება;

** ინფორმაციის სწორად მიწოდება სტუმრებისთვის (განთავსება, წესები, დამატებითი სერვისები და სხვა);

** სტუმრებისთვის საჭიროებების გარკვევა და მაქსიმალურად დახმარება;

** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინაცია და ეფექტური თანამშრომლობა;

** ტელეფონზე და წერილობითი კომუნიკაციის მართვა (სოციალური ქსელები, ელფოსტა, პლატფორმები);

** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინაცია და ეფექტური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;

** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;

** ინგლისური სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კეთილგანწყობილი;

** პასუხისმგებლობიანი;

** ორგანიზებული;

** კომუნიკაბელური.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; შესვენება: 1 სთ.

სამსახური უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს. საღამოს საათებში ტრანსპორტირებას.

სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ღამის ცვლის ადმინისტრატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.

გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
New Wave Hotel Chain
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის