9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WG2Z2YF3 გამოქვეყნდა 9 ოქტ 25 ნახვა

მენეჯერი

შესვლა და განაცხადი
₾800 / თვეში −62% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 10 ნოე

კომპანია "Medical World - მედიქალ ვორლდი" საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა.

მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

წლების განმავლობაში "Medical World - მედიქალ ვორლდი" თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია. დღეს "Medical World - მედიქალ ვორლდი" აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მედიქალ ვორლდ"-ის ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ამბროლაურის ფილიალისთვის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის მიმდებარედ; სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 16:00 სთ; შაბათი 09:00 - 14:00 სთ; ანაზღაურება: 800 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი სამუშაო მიმართულებები:

  • ამბროლაურის რეგიონში კლინიკების, სამედიცინო დაწესებულებებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიება; არსებულებთან კი ვიზიტების და კომუნიკაციის დაგეგმვა, შედეგების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება;
  • ფილიალის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
  • პაციენტების მიღების, რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების პროცესის კონტროლი;
  • სახარჯი საშუალებებისა და სხვა საჭირო რესურსების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
  • ფილიალში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
  • საჭიროებისდა მიხედვით სათავო ოფისთან და ცენტრალურ ლაბორატორიასთან მუდმივი კომუნიკაცია და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამედიცინო წარმომადგენლის, გაყიდვების მენეჯერის ან ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;

საჭირო კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
  • ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
  • FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს:

  • https://mlab.ge/;
  • https://mworld.ge/
  • https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE;
  • https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: "ამბროლაურის ფილიალის მენეჯერი".

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა