მძღოლ-დისტრიბუტორი
იმპორტიორი კომპანია შპს „ჰილს8“ ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე. თანამშრომელი უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას მომხმარებლებისთვის.
სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ქართველიშვილის №6 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00 ანაზღაურება: 1 700 ლარი სამივლინებო თანხა: დამატებით 30 ლარი ქალაქგარეთ გასვლისას ავტომობილი: კომპანიის ავტომობილი კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას როგორც დილით — უახლოესი მეტროსადგურიდან ან გაჩერებიდან საწყობამდე, ისე საღამოს — საწყობიდან უახლოეს მეტროსადგურამდე ან გაჩერებამდე.
ძირითადი მოვალეობები - პროდუქციის მიწოდება მომხმარებლებთან შეთანხმებული მარშრუტისა და გრაფიკის მიხედვით; - მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობის შემოწმება; - კომპანიის ავტომობილის სისუფთავის დაცვა და ტექნიკური გაუმართაობის დროული შეტყობინება; - მომხმარებლებთან თავაზიანი ურთიერთობა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა და ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის უნარი; - პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და სამუშაოს ორგანიზების უნარი; - პროდუქციის მიმართ ყურადღება და ფრთხილი მოპყრობა; - მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის გამოგზავნა დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე. CV-ში ფოტოსურათის არსებობა აუცილებელია. წერილის სათაურში მიუთითეთ „მძღოლ-დისტრიბუტორი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.