გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WGQEEG29 გამოქვეყნდა 5 ნოე 25 ნახვა

მთავარი ბუღალტერი

ბილდკინგს გარე განცხადება
₾3500–4000 / თვეში +37% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,746 ₾ · 23 განცხადება ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი

შპს "ბილდკინგს" წარმოადგენს დინამიკურად განვითარებად სამშენებლო-სარეაბილიტაციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ სახელმწიფო ტენდერებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ავარიული შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ მთავარ ბუღალტერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო პირობები

  • პოზიციის დასახელება: ბუღალტერი;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი: 10:00-19:00 (1 საათი შესვენება);
  • ანაზღაურება: 3 500-4000 ლარი თვეში, კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები

  • ყოველდღიური ოპერაციების აღრიცხვა სისტემაში პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
  • კონტრაქტორების შესრულებული სამუშაოს აქტების აღრიცხვა და ავანსების გაქვითვა;
  • თანხების აღრიცხვა თითოეული კონტრაქტორის მიხედვით;
  • დამკვეთებთან აქტებზე ა/ფ-ის გამოწერა სრულ თანხაზე, ავანსის გაქვითვა და დაკავებული თანხების აღრიცხვა;
  • მიღებულ ავანსებზე დღგ-ს დარიცხვა და ჩათვლა;
  • სამშენებლო მასალების მიღება-ჩამოწერის აღრიცხვა ობიექტების მიხედვით;
  • ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა პროექტის კოდებისა და მუხლების ჭრილში;
  • საბანკო ოპერაციების ასახვა და ამონაწერების შედარება;
  • საბანკო გარანტიების და საკომისიოების აღრიცხვა;
  • ყოველკვირეული მონაცემების მიწოდება ფინანსური მენეჯერისთვის cash flow-სთვის;
  • მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ნაშთების შედარება;
  • ხელფასის დარიცხვა, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გაანგარიშება;
  • დღგ-ს, მოგების და სხვა ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; სრული პასუხისმგებლობა საგადასახადო ვალდებულებებზე;
  • ელ. ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების კონტროლი rs.ge-ზე, პირადი ბარათის შემოწმება;
  • შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაცია და შემოწმებებში მონაწილეობა;
  • ძირითადი საშუალებების (ტექნიკა, დანადგარები) აღრიცხვა და ცვეთის დარიცხვა;
  • თვის დახურვა მომდევნო თვის 10 რიცხვამდე;
  • წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და SARAS-ში წარდგენა;
  • აუდიტისა და ბანკისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; სამშენებლო ან იმპორტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების მიმართულებით;
  • კონტრაქტორებთან ანგარიშსწორების, ავანსების, დაკავებული თანხებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვის ცოდნა;
  • იმპორტის ოპერაციების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების (ORIS, 1C ან სხვა) ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და ვადების დაცვის უნარი;
  • სავალდებულოა სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "დიზაინ მოლის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი - ეტაპი III - ს/ც 3

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
5 ნოე

უმცროსი ტექნიკური ინჟინერი - Estimation & Project Planning

ახალი
ALUMET თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ფორმა · განცხადებაში გარე განცხადება
₾2000–2500 −28% ჩვეულებრივთან შედარებით 5 ნოე

1C ოპერატორი

ახალი
ALUMET თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია მიმართე აქ
₾1500 +9% ჩვეულებრივთან შედარებით 5 ნოე

უმცროსი ტექნიკური ინჟინერი

ახალი
ALUMET თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ფორმა · განცხადებაში გარე განცხადება
₾2000–2500 −28% ჩვეულებრივთან შედარებით 5 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა