გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WH8GGQNA გამოქვეყნდა 5 ნოე 33 ნახვა

ლოგისტიკის მენეჯერი

ჯლს ლოჯისტიკს გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ნოე
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

GLC LOGISTICS წარმოადგენს მზარდ ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია საერთაშორისო და ადგილობრივ სატრანსპორტო გადაზიდვებში. კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, ოპერაციების ეფექტურ მართვასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • ტვირთებისა და ავტომობილების მოძიება, დაგეგმვა და ოპტიმალური შეხამება გადაზიდვების ორგანიზებისთვის
  • კლიენტებისთვის კონკურენტული და ინდივიდუალურად მორგებული სატრანსპორტო შეთავაზებების მომზადება
  • საერთაშორისო და ადგილობრივ ტვირთის მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია და დატვირთვების ეფექტური კოორდინაცია
  • მოლაპარაკებების წარმოება ფასების, პირობებისა და მარშრუტების ოპტიმიზაციის მიზნით
  • ტვირთის გადაადგილების პროცესის მუდმივი მონიტორინგი და კლიენტებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
  • სატრანსპორტო დოკუმენტაციის სრული ციკლის მართვა (ინვოისები, კონტრაქტები, CMR, დაზღვევა და სხვა)
  • ფინანსური ოპერაციების კონტროლი (გადახდების, ჩარიცხვების და დავალიანებების მონიტორინგი)
  • არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი პარტნიორების მოძიება და სერვისების შეთავაზება
  • ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა

მოთხოვნები

  • ლოგისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
  • გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

ადგილმდებარეობა: თბილისი ,წყალტუბოს ქ 10 დასაქმება: სრული განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა