ოფისის მენეჯერი
შპს "კაპიტელი ქონსთრაქშენი" არის მრავალპროფილური სამშენებლო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო, საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებებს. კომპანიის ოფისში ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ოფისს მენეჯერს.
შპს "კაპიტელი ქონსთრაქშენი" | თბილისი, დავით თავხელიძის ქ. №1ა
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისში სტუმრების მიღება, მისალმება და მომსახურება
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება
- საოფისე ინვენტარისა და საკანცელარიო მასალების შესყიდვა და კონტროლი
- ოფისში ტექნიკური საკითხების კოორდინაცია
- ოფისის სისუფთავისა და ტექნიკური მომსახურების ორგანიზება
- დოკუმენტების კოპირება, სკანირება და არქივირება
- კომპანიის საერთო ელ. ფოსტის (info@capiteliconstruction.com) მართვა
- კომპანიის დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირება
- აღმასრულებელი და კომერციული დირექტორების ასისტენტის ფუნქციების შესრულება
მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
- კარგი საკომუნიკაციო და თავაზიანი ქცევის უნარები
- დეტალებისადმი ყურადღება
- დოკუმენტებთან ზუსტი და კონფიდენციალური მუშაობის უნარი
- ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (40 საათი კვირაში)
- ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი (NET)
- სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალთა გუნდი
CV გამოგვიგზავნეთ ელფოსტის მისამართზე: info@capiteliconstruction.ge
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.