10 117 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WJ5MZVB3 გამოქვეყნდა 21 ოქტ 10 ნახვა

მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი

IK კონსალტინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾12000 / თვეში +432% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,254 ₾ · 157 განცხადება ბოლო ვადა: 22 ნოე

"IK Consulting" პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორს / Chief Marketing & Sales Officer.

ძირითადი ინფორმაცია:

  • სფერო: მშენებლობა / დეველოპმენტი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • ხელფასი: 12 000 ლარიდან ხელზე, გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

ვეძებთ გამოცდილ ხელმძღვანელს, რომელიც მართავს მარკეტინგის, გაყიდვების, PR-ისა და კომუნიკაციების მიმართულებებს, შეიმუშავებს და განახორციელებს კომპანიისა და დეველოპერული პროექტების ერთიან სტრატეგიას ამ მიმართულებებით, გააძლიერებს ბრენდსა და კომპანიის რეპუტაციას და უზრუნველყოფს გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის, ბრენდის პოზიციონირებისა და უნიკალური ღირებულებითი შეთავაზების შემუშავება და განხორციელება;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა. ახალი პროექტების ბაზარზე წარდგენის, რებრენდინგისა და სხვა სტრატეგიული კომერციული ინიციატივების ხელმძღვანელობა;
  • გაყიდვების გეგმების, ბიუჯეტებისა და პროგნოზების მომზადება, შესრულების კონტროლი. ** ფასების, გადახდის პირობებისა და კომერციული შეთავაზებების ფორმირება;
  • გაყიდვების არხებისა და საბროკერო პარტნიორობების განვითარება. სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკება და მნიშვნელოვანი გარიგებების მხარდაჭერა;
  • ინტეგრირებული კამპანიებისა და ციფრული მარკეტინგის მართვა, მათ შორის SMM, SEO და ფასიანი რეკლამა. ლიდების მოზიდვისა და კონვერსიის გაუმჯობესება;
  • CRM-ისა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესების განვითარება - პირველადი დაინტერესებიდან გარიგების დასრულებამდე; ვებგვერდის, ციფრული არხების, მომხმარებლის გამოცდილებისა და ლოიალობის პროგრამების გაუმჯობესება;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების ერთიანი ანალიტიკისა და KPI-ების დანერგვა. მედიადაგეგმვა, ხარჯების ეფექტიანობისა და მარკეტინგული ინვესტიციის უკუგების შეფასება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და კორპორატიული კომუნიკაციების სტრატეგიის განსაზღვრა და მართვა, მედიასთან ურთიერთობა, კომპანიის რეპუტაციის გაძლიერება და კრიზისული კომუნიკაციების მართვა;
  • გუნდების ჩამოყალიბება, განვითარება და შედეგების მართვა. მოტივაციის სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა, სააგენტოებისა და კონტრაქტორების მართვა;
  • პრიორიტეტული პროექტების მართვა მიზნების, პასუხისმგებელი პირების, ვადებისა და შედეგების განსაზღვრით. ფინანსებთან, IT-სთან, პროექტების განვითარების გუნდსა და სხვა ფუნქციებთან კოორდინაცია;
  • პროექტების პროგრესის, ხარისხის, საბიუჯეტო გადახრებისა და რისკების მონიტორინგი. შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრა და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
  • ერთიანი სამუშაო სტანდარტების, ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა პროცესების გამჭვირვალობის, სისწრაფისა და ეფექტიანობის გასაზრდელად.

ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს:

  • მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობისა და გუნდების მართვის გამოცდილება;
  • მსხვილი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესებში ეფექტურად ჩართვისა და მათი სტრატეგიულად მართვის უნარი;
  • ბრენდის განვითარებითა და გაყიდვების ზრდით მიღწეული, გაზომვადი ბიზნესშედეგები;
  • გაყიდვების დაგეგმვის, პროგნოზირების, ფასების ფორმირებისა და კომერციული მოლაპარაკებების გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის, ბრენდის მართვის, CRM-ისა და მომხმარებლის გამოცდილების განვითარების ცოდნა;
  • PR-ის, კორპორატიული და კრიზისული კომუნიკაციების მართვის გამოცდილება;
  • რთული პროექტებისა და სხვადასხვა ფუნქციის გუნდების კოორდინაციის გამოცდილება;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, კომერციული ხედვა, გუნდის ხელმძღვანელობის, მოტივირებისა და განვითარების, ასევე ინოვაციური იდეების გაზომვად შედეგებად გარდაქმნის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საქმიანი კომუნიკაციისთვის საჭირო დონეზე;
  • დეველოპერულ / უძრავი ქონების სექტორში მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა