ელექტრობა/სუსტი დენების მემონტაჟე
სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრობა/სუსტი დენების მემონტაჟის პოზიციაზე.
კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. კომპანია ოპერირებს თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 9:00-18:00 სთ.
შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება 100 ლარით დღეში, ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ განსაზღვრულ დღეს
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტრობის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** სუსტი დენების სისტემების მონტაჟი და გამართვა;
** კაბელების გაყვანა, დაერთება და მარკირება;
** ელექტრო ფარებისა და შესაბამისი მოწყობილობების მონტაჟი;
** სამუშაოების შესრულება პროექტისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად;
** უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ელექტრობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სუსტი დენების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური ნახაზების/სქემების წაკითხვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულების უნარი.
დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: ან დაგვირეკეთ თაზო
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.