9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WK435J6J გამოქვეყნდა 8 ოქტ 23 ნახვა

ბრენდული ობიექტების პრემიუმ სერვისის კონსულტანტი

არომაპროდუქტი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾800–1500 / თვეში −29% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,628 ₾ · 20 განცხადება ბოლო ვადა: 9 ნოე

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ბრენდული ობიექტების პრემიუმ სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომსახურების სტანდარტების დაცვა და გაყიდვების ზრდა.

სამუშაო ადგილი: თბილისი 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი: 1 ცვლა 09:30-15:30; 2 ცვლა 15:30-21:30 დასვენება: კვირაში 1 დღე ანაზღაურება გამომუშავებით: ხელფასი+ბონუსები მინიმუმ 800-დან 1500 ლარის ჩათვლით ზეგანაკვეთური ანაზღაურდება ხელფასის 125%-ით სადღესასწაულო დღეებში მუშაობა ანაზღაურდება ხელფასის 200%-ით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჯორჯიაზ ნეიჩერალის მომხმარებლისთვის პრემიუმ მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის ორგანული პროდუქტების შეთავაზება და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის მიღება და თაროებზე განლაგება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება და სალარო ოპერაციების წარმოება;
  • გლოვო, ვოლტი და ბოლტის მომსახურება;
  • ობიექტზე ჰიგიენის შენარჩუნება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სალარო ოპერაციების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ "პრემიუმ სერვისის კონსულტანტი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა