გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WK5KG4ED გამოქვეყნდა 5 ნოე 1 ნახვა

რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერი

Hash Bank გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები

  • პოზიციის დასახელება: რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერი
  • სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
  • ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი ფუნქციები

  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებისა და მენეჯმენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • არსებული, პერიოდული რეპორტების მომზადება, გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია, ასევე ახალი რეპორტების შექმნა მოთხოვნების შესაბამისად;
  • კლიენტებისა და პროდუქტების ჭრილში სხვადასხვა სახის ანალიზის წარმოება (შემოსავლიანობა, აქტივობა, დინამიკა, კონცენტრაციები და სხვა);
  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე საყურადღებო ტენდენციების გამოკვეთა და შესაძლო პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამისი ანალიტიკური დასკვნების მომზადება;
  • ფინანსური ანგარიშგებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების განახლებასა და შექმნაში მონაწილეობა, მონაცემთა სიზუსტისა და სრულყოფის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
  • გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ბაზების დამუშავების, რეპორტინგის და/ან ანალიტიკის მიმართულებით. მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური ცოდნა:
  • სავალდებულოა MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სავალდებულოა SQL-ის ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების ძირითადი ფორმების (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიში, ფულადი ნაკადების ანგარიში) სტრუქტურისა და ურთიერთკავშირის ცოდნა;
  • სასურველია Power BI ცოდნა;

უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 დეკემბერი, 2026.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: რეპორტინგისა და ანალიზის მენეჯერი.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა