მომსახურების ოფიცერი
ევროკრედიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მომსახურების ოფიცერი - საგარეჯო,
კომპანიის შესახებ: სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 22 ქალაქში, 28 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.
ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.
სამუშაოს აღწერა: ადგილმდებარეობა: ქ. საგარეჯო ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება; - საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშავება; - სესხის პროგრამული რეგისტრაცია; - სესხის გაცემისათვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა; - პორტფელის მართვა/მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით. - სასურველია საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება. - საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დამატებითი უნარები: - ორგანიზებული; - გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Hv7Qv6X
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.