7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WKC500TK გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

ინჟინერი სახანძრო უსაფრთხოების დარგში

ბათუმის საზღვაო ნავსადგური via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ვაკანსიას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დარგში ინჟინრის (ინსტრუქტორის) თანამდებობაზე

სტრუქტურული ქვედანაყოფი: შრომის უსაფრთხოების განყოფილება თანამდებობა: ინჟინერი სახანძრო უსაფრთხოების დარგში დაქვემდებარებული პირების არსებობა: არა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაში. - ალტერნატივა: ნებისმიერი უმაღლესი/საშუალო პროფესიული განათლება პლუს პროფესიული გადამზადება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაში (პროფესიული გადამზადების დიპლომი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაში).

სამუშაო გამოცდილება: - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სამსახურში, ოფიცრის წოდებით. ხანძრის ქრობის პრაქტიკული უნარები.

თანამდებობრივი ინსტრუქციის/შიდა დოკუმენტის შესაბამისად ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: და იცოდეს: - საკანონმდებლო და ნორმატიული სამართლებრივი აქტები, მეთოდური მასალები ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საკითხებში; - ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სამუშაოს ორგანიზება; - ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სტანდარტების სისტემა; - მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის წესები და საშუალებები; - ტექნოლოგიური პროცესების საფრთხეები, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა და ხანძრის დროს მოქმედება. - ნორმატიული დოკუმენტების (ინსტრუქციები, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ბრძანებები) შემუშავება. - ობიექტზე ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის მონიტორინგი. - დოკუმენტაციასთან მუშაობა (ინსტრუქტჟის ჟურნალები, ცოდნის შეფასების აქტები).

უნდა შეეძლოს: - შეიმუშავოს ნავსადგურის ობიექტების გეგმიური შემოწმებების გრაფიკები, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვის საგანზე. - ორგანიზება გაუწიოს ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების, წესების, ისნტრუქციების მოთხოვნათა შესრულებას და მიიღოს ეფექტური ზომები ხანძრის გაჩენის მიზეზების და პირობების აღმოსაფხვრელად - აკონტროლოს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების და ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების მდგომარეობა. ორგანიზება გაუწიოს ცეცხლსაქრობების დადგენილ ვადებში შემოწმება–დამუხტვას - ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების ჩატარება, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ცოდნის ტესტირების სასწავლო პროგრამების შემუშავება . - ინსტრუქტაჟების, წვრთნების და პრაქტიკული სავარჯიშოების ჩატარების უნარი , ევაკუაციისა და ხანძრის ჩაქრობის შესახებ ტრენინგისა და პრაქტიკული სწავლების ჩატარება.

პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, ყურადღებიანობა, ორგანიზაციული უნარები. კომუნიკაბელური, კრიტიკულ სიტუაციში გადაწყვეტილების მიღება

დამატებითი ინფორმაცია: - სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. 15 -შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი); - ანაზღაურაბადი შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში; - საავადმყოფო ფურცლი: შესაბამისი დღეების 100% ანაზღურება; - დასაქმებული უზრუნველყოფილია: ჯანმრელობისა და სიცოცხლის დაზღვევით, უფასო კვებით და სპეცთანსაცმლით;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ტანდართული ფორმის შესაბამისად ელფოსტაზე: kajaiam@batumiport.com გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ინჟინერი სახანძრო უსაფრთხოების დარგში".

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ (შემდგომში - ნავსადგური) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ ნავსადგური უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ ნავსადგურს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ბათუმის საზღვაო ნავსადგური
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა