9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WQEGFXBJ გამოქვეყნდა 15 ოქტ 44 ნახვა

ინტერიერის დიზაინერი

სპექტრუმი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე

კომპანია "სპექტრუმი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.

ვაცხადებთ ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • წინასაპროექტო კვლევის მომზადება;
  • ინტერიერის დიზაინის კონცეფციების შემუშავება;
  • დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა;
  • დეტალური ნახაზების მომზადება;
  • მომიჯნავე სპეციალისტაბთან თანამშრომლობა;
  • ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა, ვადებისა და ხარისხის სტანდარტის დაცვით;
  • დამკვეთებთან კომუნიკაცია;
  • ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
  • კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
  • საერთაშორისო მწარმოებლების, დიზაინერების და მათი პროდუქტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კრეარიული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური და პასუხისმგებლიანი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე და ენერგიული;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
  • პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ინტერიერის დიზაინერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

"სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა