8872 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WR4YB5C3 გამოქვეყნდა 2 სექ 6 ნახვა

გაქირავებისა და უძრავი ქონების მართვის ხელმძღვანელი

ბენე კომფორტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაქირავებისა და უძრავი ქონების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპლექსში არსებული ბინების გაქირავების მიმართულების სრული მართვა და განვითარება;

** მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაქირავების სტრატეგიის შემუშავება;

** ფასების, სეზონურობისა და ბაზრის მოთხოვნის ანალიზი;

** Booking.com, Airbnb და სხვა პლატფორმების სტრატეგიული მართვა, ბინების პოზიციონირების, განცხადებებისა და გაყიდვის არხების ოპტიმიზაცია;

** ჯავშნების, კალენდრების, გადახდებისა და გაუქმებების პროცესების კონტროლი;

** Check-in/Check-out პროცესების, დასუფთავების, ტექნიკური მომსახურებისა და სხვა საოპერაციო პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

** მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება და შედეგების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გამოცდილება უძრავი ქონების გაქირავების, სასტუმრო/ აპარტამენტების მართვის სფეროში;

** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;

** ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;

** სამუშაო ადგილი - მნიშვნელოვანია კანდიდატს შეეძლოს პერიოდულად რელოკაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაქირავებისა და უძრავი ქონების მართვის ხელმძღვანელი".

კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბენე კომფორტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის