არტ-თერაპიის პედაგოგი
შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ არის პრესტიჟული, მაღალი რეპუტაციის მქონე, წარმატებული და დინამიურად მზარდი საგანმანათლებლო დაწესებულება. ჩვენი მიზანია მოსწავლეებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის აკადემიური პროგრამები და ხელი შევუწყოთ მათ მრავალმხრივ განვითარებას.
შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ აცხადებს კონკურსს არტ-თერაპიის პედაგოგი პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები - მოსწავლეებისთვის ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი არტ-თერაპიული აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება; - ხატვის, ფერწერის, ძერწვის, კოლაჟის და სხვა შემოქმედებითი მეთოდების გამოყენება; - მოსწავლეების შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და ემოციური განვითარების ხელშეწყობა; ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით აქტივობების ადაპტირება; - მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, მშვიდი და პოზიტიური გარემოს შექმნა; - მოსწავლეების ინტერესებისა და ჩართულობის დაკვირვება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; - სკოლის ფსიქოლოგთან, სპეციალურ პედაგოგთან და სხვა პროფესიონალებთან თანამშრომლობა; - საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან კომუნიკაცია; - შემოქმედებითი პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - შესაბამისი განათლება არტ-თერაპიის, ფსიქოლოგიის, ხელოვნების, პედაგოგიკის ან მონათესავე მიმართულებით; - ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; - არტ-თერაპიული მეთოდებისა და შემოქმედებითი ტექნიკების ცოდნა; - ბავშვების ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების უნარი; - კრეატიულობა და ინიციატივიანობა; - თბილი, ემპათიური და პოზიტიური დამოკიდებულება ბავშვების მიმართ; - კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე 2026 წლის 30 ოქტომბრამდე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.