ოპერატორი სოციალური მედიის მიმართულებით
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე სოციალური მედიის მიმართულებით.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
** კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსული ზარებისა და სოციალურ ქსელებში შემოსული წერილების პასუხი დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სოციალურ მედიაში სამედიცინო სერვისებით დაინტერესებული მომხმარებლის იდენტიფიცირება და შეთავაზების გაკეთება;
** პაციენტების ჩაწერა კონსულტაციებსა და კვლევებზე.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 07.10.2026-მდე ელ.მისამართზე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "ოპერატორი (სოციალური მედიის მიმართულებით)".
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.