გაყიდვების მენეჯერი / გაყიდვების გუნდის ლიდერი
"მეკლობალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი / გაყიდვების გუნდის ლიდერი - სამედიცინო პროდუქცია.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბება და მართვა
- გაყიდვების გუნდისთვის ყოველდღიური/ყოველკვირეული მიზნების დასახვა
- გუნდის პროდუქტიულობის მონიტორინგი და რეპორტინგი
- ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება
- B2B გაყიდვების განხორციელება საავადმყოფოებთან, კლინიკებთან, სამედიცინო საბითუმო მოვაჭრეებთან და დისტრიბუტორებთან
- კომერციული შეთავაზებების, შეკვეთებისა და გაყიდვების პროცესების მართვა
- მომხმარებლებთან შეხვედრებისა და საველე გაყიდვების ორგანიზება
- ყოველთვიური გაყიდვების გეგმის/მიზნების შესრულება
- გადახდების/ინვოისების მონიტორინგი და კონტროლი
- კონკურენტებისა და ბაზრის ფასების ანალიზი
- თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვების ორგანიზება საქართველოში
- საჭიროების შემთხვევაში, გაყიდვების პერსონალის შერჩევა, აყვანა და ტრენინგი
- ხელმძღვანელობისთვის ყოველკვირეული/ყოველთვიური გაყიდვების ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი გამოცდილება
- სასურველია B2B გაყიდვებისა და სამედიცინო სექტორში მუშაობის გამოცდილება
- გუნდის მართვის გამოცდილება
- მიზნებსა და ბონუსურ/საბონუსე სისტემაზე მუშაობის გამოცდილება
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- კლიენტთა ბაზის (პორტფელის) შექმნისა და განვითარების უნარი
- Excel / Google Sheets და CRM პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
- თბილისში აქტიური საველე მუშაობისთვის მზაობა
- მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.