ავეჯის დიზაინერი
DRstudio აცხადებს ვაკანსიას ავეჯის დიზაინერის პოზიციაზე.
თუ გაქვს შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის დიზაინის შექმნის გამოცდილება, ფლობთ 3D ვიზუალიზაციის პროგრამებს და გსურთ იმუშაოთ პროფესიონალურ გუნდში, შემოუერთდით DRstudio-ს.
ძრითადი მოვალეობები: - მომხმარებელთან შეხვედრა და მისი საჭიროებების დეტალური შესწავლა. - კონსტრუქტორის მიერ შესრულებული აზომვითი სამუშაოების საფუძველზე ინდივიდუალური ავეჯის დიზაინის შექმნა. - 3D ვიზუალიზაციებისა (რენდერების) და პრეზენტაციების მომზადება. - მასალების, ფერებისა და ფურნიტურის შერჩევა. - პროექტის წარდგენა მომხმარებლისთვის და შეთანხმება. - მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროექტში ცვლილებების განხორციელება. - კონსტრუქტორთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის ტექნიკური შემოწმებისა და საბოლოო დამუშავების პროცესში.
მოთხოვნები: - ავეჯის დიზაინერად მუშაობის გამოცდილება. - 3D max-ის სრულყოფილი ცოდნა. - Corona Renderer-ის ან V-Ray-ის ცოდნა. - თანამედროვე ავეჯის დიზაინისა და ინტერიერის პრინციპების ცოდნა. - ავეჯის მასალების და ფურნიტურის კარგი ცოდნა. - მომხმარებელთან კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი. - პასუხისმგებლობა, კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ანაზღაურება: - ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით (კვადრატულობით)
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას. - თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს. - საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას. - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას. - სამუშაო ადგილი: თბილისი - სამუშაო გრაფიკი: აუთსორსი
გთხოვთ SV-ის თან დაურთოთ პორთფოლიო
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.