8,842 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WSEV9S8R გამოქვეყნდა 21 სექ 6 ნახვა

ევროკრედიტი

ევროკრედიტი

უმცროსი იურისტი

ევროკრედიტი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ოქტ

მიკროსაფინანსო კომპანია „მისო ევროკრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 22 ქალაქში, 29 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.

ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

სამუშაოს აღწერა: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 18:00 სთ;

ძირითადი მოვალეობები: - ვადაგადაცილებული აქტივების დავების მართვა სამოქალაქო საპროცესო, არასასამართლო და სააღსრულებო წარმოების ფარგლებში; - საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელები, შუამდგომლობები, საჩივრები, შესაგებლები) და მორიგების აქტების მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი უზრუნველყოფა; - სასამართლო საპროცესო წარმომადგენლობა; - წარმომადგენლობა მესამე პირებთან და სახელმწიფო სტრუქტურებში მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; - თანამშრომელთათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა; - კორესპონდენციის მართვა, მისი მომზადების მიზნით საკითხის მოკვლევა და ანალიზი; - სხვა დავალებების შესრულება, განყოფილების ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება იურიდიული, მიმართულებით; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის, ან სტაჟირების გამოცდილება; - ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო ან/და საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება უპირატესად; - საბანკო / საფინანსო სფეროში გამოცდილების მქონეებს მიენიჭება უპირატესობა.

დამატებითი უნარები: - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; - კომუნიკაბელური; - მოტივირებული; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cPiD1cme

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევროკრედიტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა