გაყიდვების ხელმძღვანელი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "APEX Development" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე; შაბათი: 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა (კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად)
პოზიციის მიზანი:
გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდა, კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და კომერციული პროცესების მართვა
ძირითადი პასუხისმგებლობები
- გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, ახალი სამიზნე სეგმენტებისა და გაყიდვების არხების განვითარება;
- ყოველთვიური და კვარტალური გაყიდვების გეგმების მომზადება, შესრულების მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- გაყიდვების გუნდის მართვა, მიზნების განსაზღვრა და შედეგების შეფასება;
- უძრავი ქონების პორტფელის კომერციული მართვა, საფასო და ფასდაკლებების პოლიტიკის განსაზღვრა და დებიტორული დავალიანებების დაფარვის მონიტორინგი;
- უძრავი ქონების ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნის ანალიზი;
- ახალი პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა და რეკომენდაციების მომზადება პროდუქტის კონცეფციის, ბინების ტიპოლოგიის, პოზიციონირებისა და საფასო პოლიტიკის შესახებ;
- ხელმძღვანელობისთვის კომერციული შედეგებისა და გეგმების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში კომერციული მიმართულების ან გაყიდვების მართვის გამოცდილება;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
მნიშვნელოვანი კომპეტენციები
- სტრატეგიული ხედვა და კომერციული აზროვნება;
- მოლაპარაკებისა და ურთიერთობების მართვის ძლიერი უნარები;
- მონაცემების ანალიზისა და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- გუნდის მართვის, პროცესების ორგანიზებისა და სხვადასხვა გუნდს შორის კოორდინაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა, სიზუსტე და შედეგზე ორიენტაცია.