7799 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WSZEQXZ8 გამოქვეყნდა 31 აგვ 3 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

Free Style Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

"Free Style Group" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ახალი საერთაშორისო ტანსაცმლის ბრენდისთვის, რომელიც საქართველოში შემოდის. თუ გიყვართ მოდა, მომხმარებელთან ურთიერთობა და გსურთ გახდეთ საინტერესო საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

ლოკაცია: ქ. თბილისი და ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;

** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შეთავაზება;

** გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და დასახული მიზნების შესრულება;

** მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;

** სალაროსთან მუშაობა და გადახდის პროცესის სწორად წარმართვა;

** პროდუქციის სწორად განთავსება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;

** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის რაოდენობისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;

** საქონლის გადაფასებისა და სეზონური ფასდაკლებების პროცესში მონაწილეობა;

** პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სექციის მოწესრიგება და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** სასურველია შესაბამის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** ენერგიულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;

** აუცილებელია ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

** სასურველია უმაღლესი განათლება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით;

** დასვენება: კვირაში 2 დღე;

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;

თუ გსურთ გახდეთ Free Style Group-ის წარმატებული გუნდის წევრი და იმუშაოთ თანამედროვე, დინამიკურ გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"მოლარე-კონსულტანტი".

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Free Style Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა