სტიუარდი/ჭურჭლის მრეცხავი
"Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის / ჭურჭლის მრეცხავის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობა:
- სასტუმროში არსებული სამზარეულოების და მიმდებარე სივრცეების დასუფთავება.
მოთხოვნები:
- მოცემულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კარგი ორგანიზაციული უნარები;
- რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
- პიროვნული მოწესრიგებულობა;
- ფიზიკური შრომისთვის/დატვირთვისთვის მზადყოფნა;
- პუნქტუალურობა.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მეილზე.
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაგრაფ თბილისი სითი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას. აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაგრაფ თბილისი სითი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაგრაფ თბილისი სითი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება, გთხოვთ მოგვმართოთ კომპანიის მისამართზე: ლ. გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.