ტვირთების ინსპექტორი
"SGS" არის მსოფლიოს წამყვანი ტესტირების, ინსპექტირების და სერტიფიცირების კომპანია. ჩვენ ვმართავთ 2, 500-ზე მეტ ლაბორატორიასა და ბიზნეს ობიექტს 115 ქვეყანაში და გვყავს 99, 500 პროფესიონალი თანამშრომელი. 145 წელზე მეტი გამოცდილებით, SGS აერთიანებს შვეიცარიულ სიზუსტესა და საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ხარისხის, შესაბამისობისა და მდგრადობის უმაღლესი დონის მიღწევაში.
შპს "სჯს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ტვირთების ინსპექტორის (ავტომობილით) პოზიციაზე.
ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება სწავლება: 3 თვიანი ანაზღაურებადი სწავლება სწავლების პერიოდში ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე) სწავლების შემდგომ ანაზღაურება: 80 ლარი (ხელზე) - 12 საათიანი მორიგეობა ავტომანქანის იჯარა: 70 ლარი (ხელზე) - სამუშაო დღე მომსახურების გაწევის ტერიტორიები (სამუშაოს მიხედვით): ძეგვი, ავჭალა, ვაზიანი, გაჩიანი, სართიჭალა, თბილისის აეროპორტი, რუსთავი, გარდაბანი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა ტიპის (ნავთობი, აგროკულტურული და მეტალები) ტვირთების რაოდენობისა და ხარისხის შემოწმება საქართველოს კანონმდებლობისა და SGS-ის ინსტრუქციების/მოთხოვნების შესაბამისად
- საველე ინსპექციების პროცესში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და წარდგენა
- ტვირთების შემოწმების შედეგად პირველადი მონაცემების შეგროვება
- შრომის უსაფრთხოების დაცვა
- კომპანიის მხრიდან სავალდებულო ტრენინგებზე დასწრება და სხვადასხვა კურსის სრულად გავლა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (ავტომობილის იჯარის თანხას უზრუნველყოფს კომპანია)
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office)
- დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- საველე სამუშაოებზე გამოცდილების მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
- შიდა ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას აქტუალურ სფეროში
- მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას SGS-ში, რომელიც მოიცავს 2-თვიან სწავლებას
- სწავლების პერიოდში და შემდგომ კონკურენტულ ანაზღაურებას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "სჯს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენი CV შესაძლოა განხილულ იქნეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. თქვენი CV შესაძლოა შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.