8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WXNYQRQP გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

დაწყებითის მასწავლებელი

კერძო სკოლა ლილე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კერძო სკოლა "ლილე" აცხადებს ვაკანსიას დაწყებითის მასწავლებლის პოზიციაზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ვაკანტურ საათებზე მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

** უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;

** სასურველია სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

** საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; ბუნებისმეტყველება;

** სამუშაო განაკვეთი 09:00-15:30;

** დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები;

** მისამართი: მუხიანი, ნოდარ დუმბაძის გამზირი N33;

** შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის სტატუსზე, კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

კონკურსის ეტაპები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან)

** გასაუბრება;

** საჩვენებელი/ვიდეო გაკვეთილი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

სკოლა "ლილე" გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კერძო სკოლა ლილე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის