მოლარე-კონსულტანტი
შპს "ოლივანდერ ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ ჯგუფი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.
ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 800-950 ლარი პლუს ბონუსი ვაკანტური ადგილები: ოლივანდერის მაღაზია (სითი მოლი) განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 09:45-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (09:45-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით) სხვა ბენეფიტები: 30 %-იანი კორპორაციული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში; ფიტპასი
თუ შენ
- გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
- ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
- შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
- სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;
მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!
სამუშაოს აღწერა
- მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
- პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
- გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
- სალარო ოპერაციების განხორციელება;
- ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობიანობა;
- ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: https://hr.ollivandergroup.ge/careers/6fe080ff-a52e-428a-a559-2ebc54e29ec5