საწყობის თანამშრომელი
შპს "ნბ ჯგუფი - NB GROUP", სავენტილაციო სისტემების და სამონტაჟო მასალების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია 17 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- საწყობიდან საქონლის გაცემა მომხმარებელზე (საქონლის დატვირთვა/გადმოტვირთვა);
- კომპანიის საწყობებს შორის საქონლის ტრანსპორტირება კომპანიის ავტომობილით;
- მიღებული საქონლის სწორად განთავსება საწყობში კატეგორიის, ტიპის, ზომის და დანიშნულების მიხედვით.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- სამუშაო საათები: 09:30 - 17:30 (ორშაბათი-პარასკევი)/ 10:00 - 15:00 (ყოველი მეორე შაბათი);
- ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 2000 ლარი;
- კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა (კომპანიის თანამონაწილეობით);
- დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დრო (Day Off): თვეში 1;
- ადგილმდებარეობა: თბილისი, რაფაელ აგლაძის ქუჩა #65
ძირითადი მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა);
- ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);
- სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება (სასურველია);
- სავენტილაციო, სამშენებლო ან ტექნიკური მასალების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საშუალო ან პროფესიული განათლება სასურველია (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად).
უნარები:
- პუნქტუალური / დისციპლინირებული;
- ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენი კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: https://nbgroup.ge/products და ასევე სოციალურ ქსელებში: ფეისბუქი https://www.facebook.com/nbgrouphvac და ინსტაგრამი https://www.instagram.com/nbgrouphvac.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე ან მობრძანდით მისამართზე: თბილისი, რაფაელ აგლაძის ქუჩა #65.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.