სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
m² უკვე 19 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² -ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები
- ღონისძიებაზე მოსული სტუმრებისა და პოტენციური კლიენტების დახვედრა და მიღება;
- სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება;
- პოტენციური კლიენტების საჭიროებების პირველადი განსაზღვრა და დაინტერესების სფეროს გამოვლენა;
- კომპანიის პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ საბაზისო ინფორმაციის მიწოდება;
- დაინტერესებული სტუმრების შესაბამისი გაყიდვების კონსულტანტებისთვის გადამისამართება;
- სტუმრებისთვის კომფორტული და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია მომსახურების ან გაყიდვების სფეროში გამოცდილება.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 20 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.