მძღოლი
აპარტ-ოტელი Season Suite ეძებს მძღოლს ბათუმში
ჩვენს გუნდს ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სტუმრების ტრანსპორტირებას და მათ კომფორტულ მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების დახვედრა ბათუმის აეროპორტში; - სტუმრების უსაფრთხოდ და კომფორტულად გადმოყვანა აეროპორტიდან აპარტ-ოტელში; - სტუმრების გადაყვანა აპარტ-ოტელიდან აეროპორტში; - საჭიროების შემთხვევაში სტუმრების ტრანსპორტირება ქალაქში და სხვადასხვა ლოკაციაზე; - სტუმრების დახმარება ბარგთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით; - სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ბათუმისა და სასტუმროს შესახებ; - სტუმრების სრული მხარდაჭერა ტრანსფერის პროცესში; - ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი; - სასტუმროს სტანდარტებისა და სტუმრებთან კომუნიკაციის მაღალი ხარისხის დაცვა.
მოთხოვნები: - ბათუმში ცხოვრება; - მოქმედი მართვის მოწმობა და შესაბამისი მართვის გამოცდილება; - მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მძღოლად; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; - თავაზიანი და კომუნიკაბელური დამოკიდებულება სტუმრების მიმართ; - ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - ტურისტებთან ან სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მოქნილ გრაფიკს; - ტურისტებთან და საერთაშორისო სტუმრებთან მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV მეილზე: ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.