8950 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

X0C7X1YY გამოქვეყნდა 2 ოქტ 6 ნახვა

უჯ ლუბრიკანტს

უჯ ლუბრიკანტს

სხვადასხვა

უჯ ლუბრიკანტს გარე განცხადება
ქუთაისი სტაჟირება გაყიდვები
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე

კომპანიის აღწერა:

"UG Lubricants" არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში.

კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს.

Facebook: https://www.facebook.com/share/1FMmRa9WGw/?mibextid=wwXIfr

ბენეფიტები:

  • ბონუსების სისტემა
  • სტაბილური სამუშაო გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით.

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულისა და საქონლის ხარისხის კონტროლი მიღებისა და შენახვის ეტაპებზე;
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი წარმოების, შენახვისა და დატვირთვის პროცესებში;
  • პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან;
  • ეტიკეტების მომზადება დამტკიცებული შაბლონის შესაბამისად;
  • პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის ხარისხისა და უსაფრთხოების პასპორტების;
  • საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავისა და დადგენილი მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
  • ხარისხთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამოვლენა, აღრიცხვა და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების შესრულება;
  • შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, ეკოლოგიური და ელექტროუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ** შედეგზე ორიენტირებულობა და მიზანმიმართულობა; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა; ** MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა; ** ელექტრონული ფოსტის ეფექტურად გამოყენების უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ენების ცოდნა;

  • ქართული - აუცილებელია
  • ინგლისური - სასურველია
  • რუსული - აუცილებელია

დასაქმების ტიპი; სრული განაკვეთი (Full time) ანაზღაურება: კონკურენტული (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი:

  • სრული - ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

UG Lubricants აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით.

სტაჟირების მიმართულებები:

  • გაყიდვების დეპარტამენტი
  • მარკეტინგის დეპარტამენტი
  • ფინანსური დეპარტამენტი
  • წარმოების დეპარტამენტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი;

დასაქმების ტიპი: სტაჟირება: ანაზღაურებადი

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი: სრული

  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

ანაზღაურება: სტაჟირება არის ანაზღაურებადი. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას ქიმიური ანალიზების ლაბორანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება
  • პროდუქციის ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა, მათ შორის: სიმკვრივე, სიბლანტე და სხვა ტექნიკური პარამეტრები
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზე
  • ანალიზის შედეგების დაფიქსირება და დოკუმენტირება ლაბორატორიულ
  • ჟურნალებში და ელექტრონულ აღრიცხვის სისტემებში (Excel / შიდა პროგრამა)
  • საწარმოო პროცესში ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი მონაცემების ანალიზი
  • პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ ტექნიკურ და ხარისხის სტანდარტებთან
  • ლაბორატორიული საზომი მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და კონტროლი
  • ტექნიკური დოკუმენტაციისა და შიდა რეგულაციების დაცვა
  • შიდა შემოწმებებსა და ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ქიმიის ან ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებით სავალდებულოა.
  • ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოცდილება - ჩათვლება უპირატესობად
  • რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა (B1-B2).
  • ლაბორატორიულ საზომი მოწყობილობებთან მუშაობის უნარი
  • ხარისხის კონტროლის სტანდარტების (ISO, ASTM და სხვ.) ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად
  • სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და შესრულების უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი: სრული

  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას ზეინკალი-მექანიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწარმოო და დამხმარე დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • დანადგარების ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა და რემონტი.
  • გაუმართაობის მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრა.
  • სამონტაჟო, დემონტაჟისა და რეგულირების სამუშაოების შესრულება.
  • დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და დაზიანებული დეტალების შეცვლა.
  • გეგმიური-პრევენციული სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა.
  • საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების მოთხოვნა და მათი რაციონალური გამოყენება.
  • დანადგარების მონტაჟში, გაშვებასა და გამართვაში მონაწილეობა.
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.
  • შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
  • საწარმოო დანაყოფებთან თანამშრომლობა ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში.
  • ხელმძღვანელის დავალებების შესრულება და პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების განხორციელება.

საკვა

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
უჯ ლუბრიკანტს
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა