8872 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

X12AGRJE გამოქვეყნდა 2 სექ 3 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

ზუმერი გარე განცხადება
თელავი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000–1500 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თელავი

ზუმერი გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დასვენების 2 დღის შეთანხმება) ** მაღალ და ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, 1000-1500 ლარს; ** კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას. ** სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას; ** წლის ბოლოს, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით; ** ციფრული ტექნიკისა და გაყიდვების კომპლექსურ სწავლებას, როგორც შიდა ტრენერების, ასევე მოწვეული ტრენერების ტრენინგების საშუალებით; ** მრავალფეროვან წახალისების სისტემას; ** დამატებით ბონუსებს, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამ თვეში ერთხელ; ** სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობას: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტელექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ. ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით; ** სხვა და სხვა ტრენინგებსა და კურსებს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოთხოვნები:

** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს; ** ციფრული ტექნიკის ცოდნა აუცილებელი არ არის, სურვილი და ინტერესი საკმარისია დანარჩენს ჩვენ გასწავლით; ** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია; ** მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება; ** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა; ** გაყიდული პროდუქტის შესახებ საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/gMC1iUruQa

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ზუმერი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის