პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

X18XEVGQ გამოქვეყნდა 26 ოქტ 145 ნახვა

HR სტაჟიორი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

თუ გაინტერესებს ადამიანური რესურსები, რეკრუტინგი და რეალური სამუშაო გამოცდილება, ეს სტაჟირება სწორედ შენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ, ცნობისმოყვარე და პასუხისმგებლობიან სტაჟიორს, ვისაც სურს სწავლა პრაქტიკით და არა მხოლოდ თეორიით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე ფორმატი: ჰიბრიდული

რას გააკეთებ სტაჟირების განმავლობაში?

(ნუ შეგეშინდება - ყველაფერს ეტაპობრივად გასწავლით)

  • დაგვეხმარები ვაკანსიების განთავსებაში (LinkedIn, jobs.ge და სხვა პლატფორმები)
  • ისწავლი LinkedIn-ით შესაფერისი კანდიდატების მოძიებას
  • გადაარჩევ შემოსულ რეზიუმეებს მარტივი და გასაგები კრიტერიუმებით
  • შეავსებ და განაახლებ კანდიდატების მონაცემებს სისტემაში
  • დაუკავშირდები კანდიდატებს
  • დაგეგმავ ინტერვიუებს (კალენდარი, მოწვევები)
  • დაესწრები გასაუბრებებს

ვის ვეძებთ?

  • ვისაც რეალურად აინტერესებს HR და/ან რეკრუტინგი
  • ვისაც შეუძლია ორგანიზებულად მუშაობა და ყურადღებიანია დეტალების მიმართ
  • ვისაც სურს სწავლა, განვითარება და უკუკავშირის მიღება
  • ვისაც აქვს საბაზისო კომპიუტერული უნარები

რას მიიღებ ჩვენთან?

  • რეალურ გამოცდილებას რეკრუტინგისა და HR სფეროში
  • პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც მომავალ სამსახურში ნამდვილად გამოიყენებ
  • მენტორის მხარდაჭერას და ეტაპობრივ სწავლებას
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული: https://lnkd.in/dCrcm_yX

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა