სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სპეციალისტი
"საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სპეციალისტის თანამდებობაზე.
თანამდებობის მიზანია სასწავლო პროცესის და პრაქტიკის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პროფესიულ სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტბრუნვის წარმოება.
საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის პროფესიულ განათლებას, პრაქტიკაზე ორიენტირებულ და ხარისხიან სასწავლო პროცესს.
აკადემია უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და ახლახან, მესამედ, მოიპოვა 6-წლიანი ავტორიზაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის ხარისხსა და სტაბილურობას.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N20
სამუშაო გრაფიკი - სრული: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30, შესვენება 1 საათი
ხელფასი: 2000 ლარი (დარიცხული)
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** სამედიცინო დაზღვევას
** მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათიან ტარიფს
** აკადემიის შიგნით სასწავლო საქმიანობის შეთავსებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
ძირითადი ფუნქციები:
** სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, მოდულებისა და კალენდარული გეგმების შედგენაში მონაწილეობა; პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების დროული ინფორმირება განრიგის, შეფასებებისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ
** ინტეგრირებული (არასრულწლოვანი) სტუდენტების მხარდაჭერა და მონიტორინგი - მათი დასწრების აღრიცხვა, სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ინდივიდუალური პორტფოლიოების წარმოება და მშობლებთან მჭიდრო, პერიოდული კომუნიკაცია
** აპლიკანტების მიღება-შერჩევის პროცესში მონაწილეობა; პროფესიული სტუდენტების აკადემიური მოსწრებისა და პროგრესის სისტემატური მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ჩართული მხარეების ინფორმირება
** შეფასების დაგეგმვა-ორგანიზება, საგამოცდო უწყისებისა და დიპლომის/სერტიფიკატის დანართების მომზადება, შეფასების მტკიცებულებების არქივაცია
** მასწავლებლის მიერ ჩატარებული საათების მონიტორინგი ფინანსური ანგარიშსწორების მიზნით
** სასწავლო დოკუმენტაციის აღრიცხვა-დაარქივება შიდა წესებით და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა
** შესაბამისი პროგრამის თანაგანმახორციელებელ ორგანიზაციასთან კომუნიკაციასა და სტუდენტთა პრაქტიკის დაგეგმვა-მართვაში მონაწილეობა
** ფორმალური განათლების აღიარების პროცესში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი (სასურველია მაგისტრის ხარისხი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით).
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება.
** ენების ცოდნა: ინგლისური ენა - მინიმუმ B1 დონე.
** საოფისე პროგრამები: MS Office-ის (MS Word, MS Excel) კარგი ცოდნა.
დამატებითი კომპეტენციები და უნარები:
** დეტალებზე მაღალი ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და დამუშავების უნარი
** გამართული კომუნიკაციის, აქტიური მოსმენისა და უკუკავშირის (Feedback) გაცემის უნარი
** როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 11 სექტემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
"SBA" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "SBA" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენს მიერ წარმოდგენილ რეზიუმეში/ CV-ში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში.
თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი მონაცემები შევინახოთ და განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე, რეზიუმეს/ CV-ის გამომგზავნისას. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თანახმა ხართ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და ბიოგრაფია განიხილოთ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე, თქვენი დანიშვნის მიზნით, 2 (ორი) წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განიხილება მხოლოდ არსებულ ვაკანსიაზე. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კოლეჯისათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.