7929 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

X2443V3A გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

ბელბოი

სასტუმრო მუხრანთუბანი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

სასტუმრო "მუხრანთუბანი" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

ბელბოი პასუხისმგებელია სტუმართა თავაზიან მიღება-დახვედრაზე და გაცილებაზე, მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს უნივერსალური გასაღების და დაიცვას უსაფრთხოების სტანდარტები;

** მოახდინოს სტუმრის ბარგის იდენტიფიცირება, მიაცილოს სტუმარი ოთახამდე თავისივე ბარგით და უზრუნველყოს ოთახის შესახებ ზოგადი ინფორმაციით;

** ჯგუფების მიღების შემთხვევაში, სწრაფად, დროულად და ორგანიზებულად მოახდინოს ბარგის იდენტიფიცირება, შეგროვება და დანიშნულების ადგილზე მიტანა;

** დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან;

** ბარგის ოთახის მოწესრიგება და მართვა;

** შიდა და გარე პერიმეტრზე განათების ანთება/ჩაქრობა;

** ფლობდეს სასტუმროს, სივრცეების, მომსახურებების შესახებ სრულ ინფორმაციას;

** იცოდეს ინფორმაცია ქალაქში მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ;

** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას.

მოთხოვნები: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;

** დროის მართვის უნარი.

ხელფასი: 1000 ლარი

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე:

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო მუხრანთუბანი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა