8689 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

X2A4T1WY გამოქვეყნდა 5 სექ 4 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

უფროსი რისკის მენეჯერი

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი რისკის მენეჯერის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციის პროგრამების, ფინანსური ინსტრუმენტების, ინდივიდუალური ტრანზაქციებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების რისკების შეფასების წარმართვა;

** მსხვილ, კომპლექსურ და არასტანდარტულ ტრანზაქციებზე დამოუკიდებელი რისკის დასკვნების მომზადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის;

** საკრედიტო ინსტრუმენტების სიღრმისეული ანალიზი — მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის, ფულადი ნაკადების, სესხის მომსახურების შესაძლებლობის, კაპიტალის სტრუქტურის, უზრუნველყოფის, საკრედიტო პირობებისა და სტრესული სცენარების მიმართ მდგრადობის შეფასება;

** საინვესტიციო ფონდების ღირებულების შეფასება; ლიკვიდურობისა და ინვესტიციიდან გასვლის სტრატეგიების ანალიზი;

** საგარანტიო სქემებთან და სხვა პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული რისკების და მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების (ECL) შეფასების მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობა;

** რისკის აპეტიტის, რისკის ლიმიტების სისტემისა და რისკის რეიტინგების მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობა;

** სტრეს-ტესტებისა და სცენარული ანალიზის დაგეგმვა, მეთოდოლოგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და შედეგების ინტერპრეტაცია;

** პორტფელის რისკების, კონცენტრაციების, ლიმიტების, კოვენანტებისა და პროგრამული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის ზედამხედველობა;

** მენეჯმენტის, შესაბამისი კომიტეტებისა და საბჭოსთვის პერიოდული ანგარიშების, პორტფელის მიმოხილვებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;

** რისკების მართვის პოლიტიკების, პროცედურების, მეთოდოლოგიებისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების შემუშავება და პერიოდული განახლება;

** რისკის მენეჯერ (ებ)ის მიერ მომზადებული ანალიზების, მოდელებისა და ანგარიშების ხარისხობრივი მიმოხილვა და დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.

განათლება:

** მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;

** CFA ან ეკვივალენტი მოწინავე სერტიფიკატების (მაგ. FRM, CAIA) ქონა ჩაითვლება დიდ უპირატესობად.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ბანკში, სადაზღვევო კომპანიაში, საბროკერო კომპანიაში, საინვესტიციო ფონდში, აქტივების მმართველ კომპანიაში ან საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;

** ფინანსური ანალიზის და ფინანსური მოდელირების მაღალ დონეზე ცოდნა;

** პროგრამირების ენებისა და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების, მათ შორის Python-ის, R-ის, MATLAB-ის, SQL-ის, C++-ის ან სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** რისკების მართვისა და შესაბამისობის თანამედროვე პრაქტიკების ცოდნა;

** პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;

** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;

** ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება;

** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

** დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: და წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "უფროსი რისკის მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 სექტემბერი;

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის