9429 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

X3TSJ9V9 გამოქვეყნდა 28 ოქტ 9 ნახვა

ღამის ფინანსური ოპერატორი გადაუდებელ მიმღებ განყოფილებაში

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" (თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.) აცხადებს ვაკანსიას ღამის ფინანსური ოპერატორის პოზიციაზე გადაუდებელ მიმღებ განყოფილებაში.

სამუშაო განრიგი: 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს (17:30 დან 09:30 მდე); შაბათს/კვირას - 24 საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოვალეობები: - შემოსული პაციენტების რეგისტრაცია, ამბულატორიული ბარათის გახსნა, საჭირო მომსახურების და ღირებულების გაცნობა; - პაციენტებზე დაფინანსების წყაროების გარკვევა, სადაზღვევო პაკეტის გარკვევა და სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირება; - ქვითრების გაცემა სერვისებთან დაკავშირებით; - შეტყობინების გაგზავნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შემთხვევის დროს შესაბამის ადგილას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; - სასურველია ინგლისური / რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი; - კომუნიკაბელურობა; - ორგანიზებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - კეთილსინდისიერება.

ანაზღაურება: - 24 საათიანი მორიგეობა: ერთი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 180 ლარი, ხოლო ორი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 90 ლარი; - 16 საათიანი მორიგეობა: ერთი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 140 ლარი, ხოლო ორი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 70 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე. ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე, სათაურის ველში მიუთითეთ:,,ფინანსური ოპერატორი“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით. გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთ ვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა