7828 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

X50EZK9A გამოქვეყნდა 31 აგვ 3 ნახვა

აუდიტის მენეჯერი

თი-ემ-სი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

აუდიტორული კომპანია,,თი ემ სი“ აცხადებს ვაკანსიას აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობა და მათი მართვა; - აუდიტის გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოს შესრულების კონტროლი და გუნდის წევრებისთვის პროფესიული უკუკავშირის მიცემა; - აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის დეტალური მიმოხილვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა; - აუდიტის ფარგლებში მომზადებული ფინანსური ანგარიშგების, განმარტებითი შენიშვნებისა და სხვა ფინანსური ინფორმაციის ანალიზი; - აუდიტის შედეგად გამოვლენილი საკითხების, უზუსტობებისა და რისკების შეფასება; - კლიენტთან დამოუკიდებელი პროფესიული კომუნიკაცია აუდიტის დაგეგმვის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ; - კლიენტისგან ინფორმაციის მოთხოვნა და მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შეფასება.

პროფესიული მოთხოვნები: - აუდიტის სფეროში მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება; - აუდიტის მენეჯერის ან უფროსი აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესის სრულად და პრაქტიკულად ცოდნა; - აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადებისა და მიმოხილვის გამოცდილება; - კლიენტებთან დამოუკიდებელი და პროფესიული კომუნიკაციის გამოცდილება; - IFRS-ის კარგი ცოდნა; - ISA-ის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება; - MS Office-ის პროგრამების ცოდნა; - ACCA-ის პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლა; - ინგლისური ენის კარგი ცოდნა;

პიროვნული თვისებები: - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - სამუშაოს შესრულების სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ლიდერული უნარები; - გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; - პროფესიული ეთიკისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტი; - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 საათამდე; გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:,,აუდიტის მენეჯერი“ (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება). ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს. გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება დამუშავდეს, რათა დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მომავალი ვაკანსიებისთვის. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემების შეცვლა ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ.მისამართზე:. კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თი-ემ-სი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა