კონტენტ კრეატორი - Facebook/Instagram
ახალი სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის (Facebook/Instagram) პოზიციაზე.
ლოკაცია: დისტანციურად დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი
პოზიციის მიმოხილვა
კომპანია ეძებს კრეატიულ და ინიციატივიან კონტენტ კრეატორს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი Facebook და Instagram გვერდების ვიზუალურ და ტექსტურ კონტენტს, გაზრდის ბრენდის ცნობადობას და ონლაინ აუდიტორიის ჩართულობას სამშენებლო სექტორში.
ძირითადი მოვალეობები:
- Facebook და Instagram გვერდებისთვის ორიგინალური კონტენტის (ფოტო, ვიდეო, Reels, Stories) შექმნა და დაგეგმვა
- სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი მასალის (ფოტო/ვიდეო გადაღება) მოსაპოვებლად
- კონტენტ გეგმის (content calendar) შემუშავება და მისი დროულად შესრულება
- პოსტების, წარწერების და აღწერილობების (captions) კომპოზირება ქართულ ენაზე
- გვერდის ადმინისტრირება — კომენტარებზე და მესიჯებზე პასუხის გაცემა
- სტატისტიკის (insights) მონიტორინგი და ანალიზი, შედეგების მიხედვით სტრატეგიის კორექტირება
- სარეკლამო კამპანიების მხარდაჭერა მარკეტინგის გუნდთან ერთად
- ბრენდის ვიზუალური და კომუნიკაციური სტილის ერთგვაროვნების დაცვა
- აქტუალურ ტრენდებზე დაკვირვება და მათი ადაპტირება კომპანიის საჭიროებებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა)
- ფოტო/ვიდეო გადაღების და მარტივი მონტაჟის უნარი (CapCut, Premiere Pro, Photoshop, Canva ან მსგავსი პროგრამები)
- Meta Business Suite-ის ან/და Instagram/Facebook გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი უნარები ქართულ ენაზე
- კრეატიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- სამშენებლო ან მშენებლობასთან დაკავშირებული სფეროს გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
რეზიუმეს გაგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებულ საკონტაქტო ელფოსტაზე, სათაურის ველში მიუთითეთ: "Content Creator - Facebook/Instagram".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.