8005 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

X6BV3YP6 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

მორიგე ER რეგისტრატორი

კლინიკა რუსთავი via hr.ge
რუსთავი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს ‘’ კლინიკა რუსთავი ‘’ აცხადებს ვაკანსიას მორიგე ER რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, ნიკო ლომოურის ქუჩა 45 სამუშაო განრიგი: 16 და 24 საათიანი მორიგეობა ანაზღაურება : 16 საათიანი ერთი მორიგეობა - 125 ლარი ( დარიცხული ) 24 საათიანი ერთი მორიგეობა - 150 ლარი ( დარიცხული )

ძირითადი ფუნქციები: - გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია; - პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; - პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა; - პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე; - მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება; - სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა; - სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა; - MS Office - სამომხმარებლო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე hr@clinicrustavi.ge

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კლინიკა რუსთავი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა