მიმტანი
"Hotel Tbilisi Philharmonic by Mercure" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სასტუმრო იმართება "Accor Hotels"-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!
თქვენი ცოდნა და გამოცდილება
- სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებლის ყურადღებით და მოთმინებით მომსახურება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
- მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
- ინგლისურისა და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები
- კლიენტის დახვედრა და მაგიდამდე მიცილება;
- მენიუს მიწოდება საჭიროების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის შეკვეთილი საკვებითა და სასმელით მომსახურება;
- სტუმრებისთვის საუკეთესო მომსახურების გაწევა;
- გადახდის ჩეკებისა და ქვითრების შეგროვება და უზრუნველყოფა.
რა დაგხვდებათ ჩვენთან
- ტრენინგის და განვითარების შესაძლებლობა;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- მეგობრული და დინამიკური გარემო;
- ლანჩი
მისამართი: ქ. თბილისი, მელიქიშვილის გამზ. #10
https://mercure.selfrecruit.ge/s/liay