9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

X7A4C2VF გამოქვეყნდა 13 ოქტ 47 ნახვა

კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერი

ქუთაისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე

სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას თუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერის პოზიციაზე.

თუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი ეძებს 3D მოდელირების სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება გუნდს და გაუძღვება მოზარდებისთვის 3D მოდელირების ვორქშოპებს.

პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული გამოცდილებით შთააგონოთ მოზარდები და პრაქტიკული პროექტებისა და ჯგუფური ვორქშოპების მეშვეობით გააცნოთ აღნიშნული სფერო.

პოზიციის დასახელება: ვორქშოპ ლიდერი (3D მოდელირების მიმართულებით) ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 14:00-20:00 სთ; შაბათი: 11:00-17:00 სთ (კვირაში 24 საათი) გამოსაცდელი ვადა: 3 თვე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:

  • 3D მოდელირების მიმართულებით ვორქშოპების დაგეგმვა და ჩატარება;
  • მოსწავლეების ტექნიკური და კრეატიული უნარების განვითარება ვორქშოპების ფარგლებში;
  • თითოეული ვორქშოპის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შედეგების შეგროვება და შეფასება;
  • თვითსწავლის აქტივობების ყოველკვირეული შეფასება და მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდება მათი მაქსიმალური პოტენციალის განვითარების მიზნით;
  • თანამშრომლობითი და ენერგიული სასწავლო გარემოს შექმნა და ხელშეწყობა;
  • თუმოს ცენტრალურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება:

  • ბაკალავრის ხარისხი 3D დიზაინის, ანიმაციის, ციფრული მედიის, არქიტექტურის, დიზაინის ან დაკავშირებულ სფეროში.

სამუშაო გამოცდილება:

  • არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება 3D მოდელირების ან დაკავშირებულ სფეროში ან/და სწავლების გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.

დამატებითი მოთხოვნები:

  • 3D მოდელირების პროგრამების ცოდნა (მაგ.: Blender, Autodesk Maya, ZBrush, 3D Coat ან სხვა);
  • 3D მოდელირების საფუძვლების ცოდნა (modeling, texturing, rendering);
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ინტერაქტიული სწავლების მიდგომების გამოყენების გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
  • პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი;
  • გუნდის მოტივაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • ლიდერული და მენეჯერული უნარები.

გთხოვთ, ვაკანსიის დეტალები იხილოთ და განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/APKo3

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა