უსაფრხოების ოფიცერი
თბილისის შუაგულში განთავსებული მულტიფუნქციური კულტურული სივრცე -ურბანული სტილის კაფეებითა და ბარებით, მაღაზია-სახელოსნოებით, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეებით, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელით, ყველასთვის საყვარელი ეზოთი და უამრავი საინტერესო ღონისძიებით.
ფაბრიკა მოგზაურთა და ადგილობრივი ახალგაზრდების მთავარი დანიშნულების ადგილია თბილისში, ესაა სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს.
ფაბრიკა ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მრავალფეროვან საქმიანობას და განვითარების პერსპექტივას ჰპირდება ნებისმიერ დასაქმებულს. https://www.hostelfabrika.com/
,,Hostel Fabrika • ფაბრიკა ჰოსტელი’’ აცხადებს ვაკანსიას უსაფრხოების ოფიცერის პოზიციაზე ორი მიმართულებით.
1. სასტუმროს შიდა სივრცე - სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8 - სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, დინამიური გრაფიკი, კვირაში 4 სამუშაო დღე და 4 დასვენების დღე. ცვლების ხანგრძლივობა 12 საათი.
2. ბარებისა და კაფეების გარე სივრცე - სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8 - სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, დინამიური გრაფიკი, კვირაში 2 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე. ცვლების ხანგრძლივობა 12 საათი.
ძირითადი მოვალეობები: - გეგმურად განახორციელოს პატრულირება სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის საკონფერენციო, ტექნიკურ სივრცეებსა და ოთახებში საჭიროებისამებრ; - იმოქმედოს კომპანიის სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად;
ჩვენ გთავაზობთ: - გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; - ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას; - მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.