← ყველა ვაკანსია

XAEA1QY2 გამოქვეყნდა 14 ნოე 12 ნახვა

პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ტესტერი

შეთანხმებით ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 14 ნოე (დარჩა 28 დღე) ბოლო ვადა: 12 დეკ

დაზღვევა · განცხადებაში

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (ტესტერის) პოზიციაზე;

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები

  • ტესტირების მოთხოვნების ჩამოყალიბება, პროექტის ტექნიკური დავალებიდან და სპეციფიკაციებიდან გამომდინარე;
  • ტესტირების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • ციფრული პროექტების ფუნქციონალის და დიზაინის სპეციფიკაციების ტესტირება;
  • ძირითადი სადაზღვევო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების ტესტირება;
  • ტესტირების შედეგების დოკუმენტირება და პროექტზე მომუშავე გუნდისთვის გაცნობა;
  • პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელების მხარდაჭერა და დეფექტის/ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პროექტზე მომუშავე გუნდის ინფორმირება;
  • დეფექტის/ნაკლის გამოსწორების მონიტორინგი;
  • პროექტის მიმდინარეობის ანგარიშგების მომზადება;
  • პროექტის/აპლიკაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ ენაში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/99VV64fd

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა