Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმების მართვის თანამშრომელი
კომპანია მინთი მარკეტი ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმების მართვის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე კომპანიის ანგარიშების ყოველდღიური მართვა;
- პროდუქტების დამატება, განახლება და კატალოგის გამართულად წარმოება;
- ფასებისა და აქციების მართვა;
- შეკვეთების მონიტორინგი და წარმოქმნილ პრობლემებზე დროული რეაგირება;
- პლატფორმების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
- გაყიდვების ანალიზი და შედეგების მონიტორინგი;
- პლატფორმებზე პროდუქციის სწორად განთავსებისა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების ზრდასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამებისა და კომპიუტერული ტექნიკის კარგი ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით.
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV მეილზე.