მოლარე კონსულტანტი
საბავშვო ბრენდი „Mima“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის რეგიონზე: სფერო: საცალო ვაჭრობა სამუშაო გრაფიკი: I ცვლა - 10:00-17:00 სთ; II ცვლა - 14:00-21:00სთ. დასვენება: კვირაში 1 დღე ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი + ბონუსი გამოცდილების დონე: განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები ენები: ქართული, სასურველია ინგლისური, რუსული
ფუნქცია-მოვალეობები: - მომსახურების სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; - პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; - მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა; - მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ; - პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით; - სალარო აპარატთან მუშაობა; - მაღაზიის ვიზუალზე და სისუფთავეზე ზრუნვა.
ღირებულებები და პიროვნული უნარები: - გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - კომუნიკაბელურობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - მომხმარებელზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: - ჯანსაღი სამუშაო გარემო; - იდეების წახალისება/მხარდაჭერა; - მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: mimachicbebe@gmail.com