9330 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

XCYB00D8 გამოქვეყნდა 27 ოქტ 12 ნახვა

თბილისი სრული განაკვეთი სხვა მღებავი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე
დაზღვევა · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მღებავის პოზიციაზე

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
  • გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
  • კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
  • კორპორატიულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დეტალების შეღებვა ამოვლების მეთოდით და ფუნჯით, საგოზავისა და გრუნტის გარეშე;
  • შესაღები ზედაპირების გაწმენდა კოროზიისგან, ხენჯისა და ძველი საღებავის ნარჩენებისგან;
  • დეტალების გარეცხვა ტუტეებით, წყლით ან გამხსნელებით;
  • ზედაპირების მომზადება შეღებვისთვის (განცხიმვა, ალიფით დაფარვა, გრუნტით დაფარვა);
  • ლაქ-საღებავი მასალების გაფილტვრა და შეღებილი ნამზადების შრობა;
  • გამოყენებული ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების (ფუნჯები, ტარა, საღებავმფრქვევი, შლანგები) გაწმენდა და გარეცხვა;
  • ლაქ-საღებავებისა და მასალების მიღება და სამუშაო ადგილზე მიტანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით (სასურველია);
  • უნდა ჰქონდეს სამღებრო, სამშენებლო-სარემონტო ან შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

  • ზედაპირების მომზადების წესები და შეღებვის ტექნოლოგიები;
  • საღებავების, ლაქების, გრუნტებისა და საგოზავი მასალების გამოყენება;
  • საღებავის შრობის რეჟიმები და ტექნიკური პროცესის მოთხოვნები;
  • სამღებრო ინსტრუმენტების გამოყენება და მოვლა.

უნარ-ჩვევები:

  • ტექნიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მღებავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა