8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XDP66GQP გამოქვეყნდა 25 აგვ 11 ნახვა

მძღოლი-ექსპედიტორი

ქართული აგრო სახლი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1400 / თვეში ბოლო ვადა:

სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი;

** ანაზღაურება: 1400 ლარი (NET);

** სამუშაო დატვირთვა: კვირის განმავლობაში არასრული დატვირთვა;

** პოზიცია გამოირჩევა სეზონური დატვირთვით - ზაფხულის პერიოდში სამუშაო დატვირთვა მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა აღნიშნული არ აისახება ანაზღაურებაზე და თანამშრომელი ინარჩუნებს სრულ სახელფასო ანაზღაურებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;

** სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, ჩამოტვირთვა;

** ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** C კატეგორიის მართვის მოწმობა;

** აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები და უნარები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ქართული აგრო სახლი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის