8154 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XE7HQQGZ გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

დამხმარე თანამშრომელი/საწყობის მიმღები

Super გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1244 / თვეში ბოლო ვადა:

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

დღეს "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს დამხმარე თანამშრომლის/საწყობის მიმღების თანამდებობაზე ვეძებთ.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი. ქართულ ამერიკული მეგობრობის 47

** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი

** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე

** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული

** ანაზღაურების ოდენობა: 1244 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, საწყობში განთავსება;

** პროდუქციის მოწესრიგება, სარეალიზაციო ფორმით აწყობა;

** საწყობის ნარჩენების (მუყაოს ყუთები) მოწესრიგება/გადაყრა;

** მომსახურების სივრცეში პროდუქციის, სარეკლამო აქსესუარების განთავსება;

მოთხოვნები: სასურველია მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში:

** მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - დამხმარე თანამშრომელი)

** დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/KyyW6zbDGqH6evZo7

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე -

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Super
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის