8,881 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XEPTEW2C გამოქვეყნდა 25 სექ 6 ნახვა

ჯი ემ ფინანსური კონსულტაცია

ჯი ემ ფინანსური კონსულტაცია

სტაჟიორ-ბუღალტერი

თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ოქტ

შპს "ჯი ემ ფინანსური კონსულტაცია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე.

თუ გსურს მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტერიაში, იმუშაო პროფესიონალებთან და განივითარო ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ვის ვეძებთ?

  • ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტს;
  • განიხილებიან III და IV კურსის სტუდენტებიც;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ცოდნა;
  • პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს;
  • სწავლისა და განვითარების სურვილს;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარს.

სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია მოტივაცია, სწავლის სურვილი და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.

რას გთავაზობთ?

  • ბუღალტერიაში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
  • პროფესიონალებისგან სწავლასა და მენტორობას;
  • რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართულობას;
  • პროფესიული უნარების განვითარებას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი პოზიცია: სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (სწავლის პროცესში ხელშეწყობა) ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: "ბუღალტერიის სტაჟიორი".

გელოდებით შპს "ჯი ემ ფინანსური კონსულტაციის" გუნდში!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯი ემ ფინანსური კონსულტაცია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა